Saturday, April 9, 2011

ტურისტული პროდუქტის შეზღუდული სპექტრი

     საქართველოში ტურიზმის დარგის გარდაქმნამ, რომელიც 90-იან წლებში განხორციელდა, გამოიწვია ტურისტული პროდუქტისა და ბზრების მკვეთრი გაყოფა.
     მიუხედავად იმისა, რომ მოხდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლა შიდა(ადგილობრივი ტურიზმი) დიდად არ შეცვლილა. ამ სფეროში დომინირებს სამი ტურისტული ფროდუქტი:
     ზაფხულის დასვენება (ან დასვენება ზაფხულის სეზონზე) შავი ზღვის სანაპიროსა და მთის კლიმატურ კურორტებზე (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ურეკი, გრიგოლეთი, მალთაყვა, ბახმარო, ბორჯომი, ბაკურიანი, სურამი და ა.შ.)
     ზამთრის დასვენება (ან დასვენება ზამთრის სეზონზე) ძირითადად ბაკურიანში, ბორჯომსა და გუდაურში.
     სამკურნალო ტურიზმი კლიმატურ და ბალნეოლოგიურ კურორტებზე, თუმცა ამ სახის ტურიზმის მასშტაბები შემცირებულია (აღნიშნულის ძირითადი მიზეზებია: ამ სახის პროდუქტის მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის დაბალი დონე, სოციალური და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების არარსებობა, საუკეთესო საკურორტო ობიექტების უმრავლესობაში დევნილთა განსახლება და ა.შ).
     საერთაშორისო ტურისტული ბაზრებისთვის კი ძირითადად ხდება ე.წ. "აღმოჩენითი ტურიზმის"(discovery tourism) შეთავაზება.
     როგორც წესი, ეს მარშრუტები ფარავს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილს, მოიცავს ბუნებისა და ისტორიული ძეგლების გაცნობას და უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის ანალოგიურ პროგრამებთან ერთად. ამ ტურების მსგავსად, წარმოდგენილია ლაშქრობები, სამთო ტურიზმი, ეკოლოგიური და ბუნებისგაცნობითი ტურები და მარშრუტები სპეციალური თემატიკის მიხედვით. აქედან გამომდინარე, უცხოელ მომხმარებელზე ორიენტირებულია პრაქტიკულად მხოლოდ ერთი ტიპის ტურისტული პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტურისტული პროდუქტი მეტად მიმზიდველია, გათვლილია მაღალ შემოსავლიან კლიენტურაზე და მიას გამო მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს ყველა ტურისტულ პროგრამაში, იგი მთლიანი ტურისტული მოთხოვნის მხოლოდ ერთ სეგმენტს მოიცავს და ამიტომაც ამ ტიპის ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა შედარებით მცირეა (ან შედარებით შეზღუდულია), რაც საერთაშორისო ბრუნვის სიმცირეს განაპირობებს.
     აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის ტურიზმი საქართველოში ჯგუფურად ანუ ორგანიზებული სახით ხორციელდება. უსაფრთხოების პრობლემების, ტრანსპორტისა და კომუნიკაციებასთან დაკავშირებული სირთულეების და სხვა მიზეზთა გამო, ინდივიდუალური ტურიზმი, რომელიც ასეთ ტურისტულ პროექტს მოიხმარს, სუსტადაა განვითარებული. ამის გამო იკარგება აღმოჩენითი ტურიზმის ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი.
     ამ ტიპის პროდუქტი დღეს საქართველოში წარმოდგენილია მრავალი სახით და ფაქტიურად, მისი პოტენციალი სრულადაა გამოყენებული. ამჟამად ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ სეგმენტში ტურისტთა რაოდენობის ზრდაზე. ამასთან საჭიროა პროდუქტის დივერსიფიკაცია, რათა მან მოიცვას მომხმარებელთა სხვა მიზნობრივი ჯგუფები.  
    

No comments:

Post a Comment