Thursday, March 31, 2011

ტურიზმის ინდუსტრია


     ტურიზმი
დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, ხოლო დასვენება ადამიანის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნილება შრომაში დახარჯული ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღსადგენად. დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
   მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვსი მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. პის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში 1841 წელს ინგლისელმა კომერსანტმა ტომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. მან შეისყიდა მატარებლის ბილეთები და შემდეგ იგი მი.ყიდა მგზავრობის მსურველებს, ხოლო გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თვითონვე იკისრა. ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით "ტომას კუკ ენდ სან".
   
ტურიზმის ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა. მსოფლიოში სწორედ ტურიზმი არის ვალუტის მოძრაობის მთავარი გენერატორი, რისი მეშვეობითაც იგი უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში. იგი ასევე ბევრი ქვეყნისთვის რჩება უამრავ სამუშაო ადგილზე პასუხისმგებლად. UNWTO-ს მონაცემებით, მოთხოვნამ საერთაშორისო ტურიზმზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და აჩვენა თავისი ელასტიურობა და მოქნილობა გარეშე ფაქტორებთან მიმართებაში. (ნოემბერი,2008)
   
2007 წლიდან 2008 წლამდე საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 1.9%-ით გაიზარდა და 922 მილიონს მიაღწია, ხოლო მათ მიერ დახარჯულმა თანხამ 944 მილიარდ დოლარს (642 მილიარდ ევროს) მიაღწია!
   
ბოლოდროინდელმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზიმა თავისი ზეგავლენა იქონია ტურიზმის ინდუსტრიაზეც, რაც 2008 წლის ივნისის თვიდან საერთაშორისო ტურისტების ზრდის ტემპის 2%-იანი დაცემით დაიწყო და საბოლოოდ მარტო 2009 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით ტურისტული ნაკადი 8%-ით შემცირდა. ბევრ რეგიონში A(H1N1) ინფლუენზა – ე.წ “ღორის გრიპის” მსოფლიო პანდემიამ ასევე გამოიწვია სიტუაციის გამწვავება. ექსპერტების აზრით 2010 წლისათვის კვლავ განახლდება ტურიზმისადმი გამძვინვარებული მოთხოვნა და საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 1 მილიარდს გადააჭარბებს!
   
ტურზმის ინდუსტრიას ბევრი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნოშვნელობა გააჩნია. სწორედ უცხოელი ტურისტებისაგან მიღებული შემოსავლები, ინდუსტრიაში მყოფი ფირმების გადასახადები და შანსი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ქმნის ამ ქვეყვებისათვის განვითარების შესაძლებლობას.



No comments:

Post a Comment