Saturday, April 30, 2011

მცირე სტატისტიკა

  *** საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2005 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 71,6 ათასი ტურისტი ესტუმრა. ჩამოსულთა შორის 38.2 ათასი დსთ-ს მოქალაქე იყო, დანარჩენი 33.4 ათასი ტურისტი კი საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდა.
2005 წლის აღნიშნულ პერიოდში 2004 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეყანაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 18.2 პროცენტით გაიზარდა.
სსდ-ის მონაცემებით 2005 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული ტურისტები ვიზიტის მიზნიდან გამომდინარე შემდეგნაირად განაწილდნენ: მოგზაურობა და დასვენება – 28.1 პროცენტი, მეგობრებისა და ნათესავთა მონახულება – 31.7 პროცენტი, საქმიანი და პროფესიული მიზნები – 37.6 პროცენტი, სხვა მიზნები – 2.6 პროცენტი.
*** 
2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 486,506 უცხოელი ვიზიტორი ჩამოვიდა 2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 486,506 უცხოელი ვიზიტორი ჩამოვიდა. როგორც "პირWელს" საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემს 41%-ით აღემატება. მისივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ევროპის რეგიონიდან 468,962 უცხოელი შემოვიდა. "ზამთრის სეზონზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ჩასული უცხოელი ტურისტების პარალელურად, თბილისსა და ბათუმში ბიზნეს-ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ეს ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ ბათუმს არასეზონის შემთხვევაში ისეთი მნიშვნელოვანი ნიშა უკავია, როგორიცაა საქმიანი შეხვედრები, კონფერენციები და სხვა. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში და კერძოდ ბათუმში ზამთრის სეზონზე უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა ნაწილობრივ ბათუმში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებითაა გამოწვეული", - განმარტავენ ტურიზმის სააგენტოში.

Saturday, April 9, 2011

ტურისტული პროდუქტის შეზღუდული სპექტრი

     საქართველოში ტურიზმის დარგის გარდაქმნამ, რომელიც 90-იან წლებში განხორციელდა, გამოიწვია ტურისტული პროდუქტისა და ბზრების მკვეთრი გაყოფა.
     მიუხედავად იმისა, რომ მოხდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლა შიდა(ადგილობრივი ტურიზმი) დიდად არ შეცვლილა. ამ სფეროში დომინირებს სამი ტურისტული ფროდუქტი:
     ზაფხულის დასვენება (ან დასვენება ზაფხულის სეზონზე) შავი ზღვის სანაპიროსა და მთის კლიმატურ კურორტებზე (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ურეკი, გრიგოლეთი, მალთაყვა, ბახმარო, ბორჯომი, ბაკურიანი, სურამი და ა.შ.)
     ზამთრის დასვენება (ან დასვენება ზამთრის სეზონზე) ძირითადად ბაკურიანში, ბორჯომსა და გუდაურში.
     სამკურნალო ტურიზმი კლიმატურ და ბალნეოლოგიურ კურორტებზე, თუმცა ამ სახის ტურიზმის მასშტაბები შემცირებულია (აღნიშნულის ძირითადი მიზეზებია: ამ სახის პროდუქტის მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის დაბალი დონე, სოციალური და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების არარსებობა, საუკეთესო საკურორტო ობიექტების უმრავლესობაში დევნილთა განსახლება და ა.შ).
     საერთაშორისო ტურისტული ბაზრებისთვის კი ძირითადად ხდება ე.წ. "აღმოჩენითი ტურიზმის"(discovery tourism) შეთავაზება.
     როგორც წესი, ეს მარშრუტები ფარავს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილს, მოიცავს ბუნებისა და ისტორიული ძეგლების გაცნობას და უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის ანალოგიურ პროგრამებთან ერთად. ამ ტურების მსგავსად, წარმოდგენილია ლაშქრობები, სამთო ტურიზმი, ეკოლოგიური და ბუნებისგაცნობითი ტურები და მარშრუტები სპეციალური თემატიკის მიხედვით. აქედან გამომდინარე, უცხოელ მომხმარებელზე ორიენტირებულია პრაქტიკულად მხოლოდ ერთი ტიპის ტურისტული პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტურისტული პროდუქტი მეტად მიმზიდველია, გათვლილია მაღალ შემოსავლიან კლიენტურაზე და მიას გამო მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს ყველა ტურისტულ პროგრამაში, იგი მთლიანი ტურისტული მოთხოვნის მხოლოდ ერთ სეგმენტს მოიცავს და ამიტომაც ამ ტიპის ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა შედარებით მცირეა (ან შედარებით შეზღუდულია), რაც საერთაშორისო ბრუნვის სიმცირეს განაპირობებს.
     აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის ტურიზმი საქართველოში ჯგუფურად ანუ ორგანიზებული სახით ხორციელდება. უსაფრთხოების პრობლემების, ტრანსპორტისა და კომუნიკაციებასთან დაკავშირებული სირთულეების და სხვა მიზეზთა გამო, ინდივიდუალური ტურიზმი, რომელიც ასეთ ტურისტულ პროექტს მოიხმარს, სუსტადაა განვითარებული. ამის გამო იკარგება აღმოჩენითი ტურიზმის ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი.
     ამ ტიპის პროდუქტი დღეს საქართველოში წარმოდგენილია მრავალი სახით და ფაქტიურად, მისი პოტენციალი სრულადაა გამოყენებული. ამჟამად ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ სეგმენტში ტურისტთა რაოდენობის ზრდაზე. ამასთან საჭიროა პროდუქტის დივერსიფიკაცია, რათა მან მოიცვას მომხმარებელთა სხვა მიზნობრივი ჯგუფები.  
    

Friday, April 8, 2011

ინფორმაცია ინვესტორებისათვის

     საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა, რა თქმა უნდა, საკმაოდ სოლიდურია. საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა, ექსპერტთა დასკვნით, მილიონი დოლარით უნდა განისაზღვროს.
     საქართველოში 1999-2003 წლების განმავლობაში აშენდა 300 სასტუმრო და სასტუმრო სახლი, 4340 სასტუმრო ნომრით 10 000 საწოლ ადგილზე. აღსანიშნავია თბილისში ექსპლუატაციაში შესული "მარიოტის" ჯგუფის ორი სასტუმრო, სასტუმროები "ძველი თბილისი", "პრიმავერა", "კოპალა", ვერე-მცხეთა-ბაკურიანის "პალასის" სისტემის სამი სასტუმრო, აგრეთვე რიგი მაღალი დონის ახალი სასტუმრო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
     ექსპერტების შეფასებით, ზემოაღნიშნული 300 ობიექტის მშენებლობაზე, ბაზალეთის ტბის ტურისტული კომპლექსის ჩათვლით, საერთო ჯამში, მოზიდულია ინვესტიციები 250მლნ. აშშ. დოლარის ოდენობით. აქედან, უცხოელი ინვესტორების მიერ დაბანდებული 100მლნ. აშშ. დოლარი.
     ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ტურიზმის სფეროში მოღვაწე შიდა და უცხოელ ინვესტორთა ხელშეწყობის, დაინტერესების მიზნით, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადდა კანონპროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
     ეკონომისტების აზრით, ასეთი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში  ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ქვეყანაში ტურისტულ ბიზნესში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა შემოსავლების ზრდას.
     აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით შერჩეულია ტურისტული ცენტრების შექმნისთვის შესაფერისი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 787 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 112 ნაკვეთი, რომელიც განლაგებულია ქვეყნის 42 რაიონში, როგორც ზღვისპირეთში, ასევე მთიან რაიონებში. აღნიშნული ტერიტორიებით შეიძლება დაინტერესდნენ ადგილობრივი და უცხოელი ივესტორები, რომლებიც გადაწყვეტენ ტურისმის სფეროში ინვესტიციების დაბანდებას.

    

Friday, April 1, 2011

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია


  
   მსოფლიო
ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) – გაეროს სპეციალიზებული ორგანო, რომელიც არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია ტურიზმის სფეროში. ორგანიზაცია დაფუძვნდა 1974 წელს მადრიდში. მტო არის მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც კონცენტრირებულია საერთაშორისო ტურიზმის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე და შედარებაზე. ამ ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწოდებული მონაცემები საშუალებას იძლევა გაკეთდეს მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის ზრდისა და შემცირების შედარებითი ანალიზი. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ხელს უწყობს გონივრული, სიცოცხლისუნარიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს განვითარებად ქვეყნებს. მტო ცდილობს უზრუნველყოს ტურიზმისთვის ეთიკის საყოველთაო კოდექსი (Global Code OF Ethics), წევრი ქვეყნების დარწმუნებით იმაში, რომ ტურისტული დესტინაციები და ბიზნესი იწვევს ტურიზმის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგების დადებითი მხარეების მაქსიმალიზაციას და ამავე დროს ამცირებს მის უარყოფით სოციალურ და გარემო ზეგავლენებს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საწყისი ფესვები უნდა ვეძებოთ 1925 წელს, როდესაც . ჰააგაში შეიქმნა "ოფიციალური ტურისტული მოძრაობის ასოციაციების საერთაშორისო კონგრესი"(ICOTT). მეორე მსოფლიო ომისა და საერთაშორისო მოძრაობების გაზრდის შემდეგ მოხდა ICOTT-ის გარდაქმნა ოფიციალურ მოგზაურობათა ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანებად (IUOTO). ეს იყო ტექნიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანდა ნაციონალური ტურისტული კომპანიები და მომხმარებელთა ჯგუფი. მისი მიზანი არ იყო მხოლოდ ზოგადად ტურიზმის დაწინაურება, არამედ ის მიზნად ისახავდა გამოეყენებინა ტურიზმის უპირატესობები საერთაშორისო ვაჭრობაში და დაენახებინა მისი დადებითი მხარეების ეფექტი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში. IUOTO- მეოცე საყოველთაო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 1967 წელს ტოკიოში, გამოცხადდა მთავრობებთაშორისი ორგანოს შექმნის საჭიროების შესახებ, რომელსაც შესწევდა უნარი საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისათვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით, გაერთიანებულ ერების ორგანიზაციასთან. IUOTO- არსებობის განმავლობაში ჩამოყალიბდა ახლო კავშირები ორგანიზაციასა და გაეროს შორის და გაჩნდა საწყისი წინადადებები იმის თაობაზე, რომ ეს ორგანო გაეროს შემადგენლობაში შესულიყო. 1970 წელს IUOTO- გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შექმნას(მტო), რომელიც დაფუძნებული იქნებოდა IUOTO- ორგანიზაციულ წესდებაზე. ბრძანების რატიფიცირება მოხდა 51 სახელმწიფოს მიერ, მხოლოდ ამის შემდეგ, 1974 წლის 1 ნოემბერს, დაიწყო მტო- ფუნქციონირება. დღესდღეობით მტო- წევრია 154 სახელმწიფო, 7 ასოცირებული წევრი (პუერტო რიკო, არუბა, ჰონგ კონგი, მაკაუ, მადეირა, ნიდერლანდის ანტილები,ფლამანდია), 15 სახელმწიფომ დატოვა ორგანიზაცია სხვადასხვა პერიოდში (ავსტრალია, ბაჰამის კუნძულები, ბაჰრეინი, კანადა, სალვადორი, ჰონდურასი, ქუვეითი, მალაიზია, ნიკარაგუა, პანამა, ფილიპინები, ყატარი,ტაილანდი და პუერტო რიკო). არაწევრი ქვეყნები   : სურინამი, გაიანა, აშშ, ბელიზი, ტრინიდადი და ტობაგო, დომინიკა, გრენადა, ბარბადოსი, ანტიგუა და ბარბუდა, სენტ ლუსია, სენტ კიტსი და ნევისი, სენტ ვინსენტი და გრენადინები, ლიბერია, სომალი, კომორის კუნძულები, ირლანდია, ისლანდია, გაერთიანებული სამეფო, დანია, შვედეთი, ფინეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, ესტონეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, მიანმა, სინგაპური, ახალი ზელანდია, პალაუ, მიკრონეზია, მარშალის კუნძულები, კუკის კუნძულები, ტუვალუ, ნაურუ, ნიუე, კირიბატი, სოლომონის კუნძულები, სამოა,ტონგა და დანარჩენი შეზღუდული აღიარების მქონე ქვეყნები.

საქართველო და ტურიზმი


   უკვე რამდენიმე წელია გვესმის რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება პირდაპირპროპორციულად მოგვიტანს ძლიერ ეკონომიკას, გაზრდილ საშუალო ფენას და საზოგადებრივ კეთილდღეობას. მთავრობის ოფიციალური საიტების მონაცემებით გვაქვს კიდეც ამის პოტენციალი. საქართველოში არსებობს 12000 ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი 2400 მინერალური სამკურნალო წყარო, 150 მუზეუმი, 102 კურორტი, 19 ნაკრძალი, 7 ეროვნული პარკი და ა.შ. რამდენიმე თვის წინანდელი ინფორმაციით, რომელსაც ტურიზმის განვითარებისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ავრცელებდა 2010 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორთა რიცხვი 2009 წლის ვიზიტორთა რაოდენობას 38%-ით აღემატებოდა. 
საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რიცხვზე ყველას საკუთარი შეფასება გააჩნია. ხელისუფლების აზრით 2010 წელს ჩვენმა ქვეყანამ 2 მილიონამდე ადამიანს უმასპინძლა, ოპოზიციის თქმით კი მათი რიცხვი 155 ათასს არ აღემატებოდა.მე კი შემიძლია გითხრათ რომ ერთ-ერთი მნიშვნელვანი კვლევის (ტურიზმის კონკურენტუნარიანობა ქვეყნების მიხედვით) შეფასებით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების დონით საქართველოს 133 ქვეყნიდან მხოლოდ 115 ადგილი უკავია. საერთაშორისო ტურიზმის ექსპერტთა დასკვნით კი, მიუხედავად უამრავი ღირშესანიშნაობისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია ,,ძალიან ბევრი ძეგლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მოვლილი, რათა შეჩერდეს მათი განადგურება და ისინი წარსდგნენ სრულმნიშვნელოვანი სახით დამთვარიელებლების წინაშე” როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ხარისხიანი თოვლით ფონს ვერ გავალთ. პირიქითა ხევსურეთში პოპულარული ტურისტული მარშრუტია შატილი-ანატორი-მუცო-არდოტი. სადაც უკვე ორი წელია ზაფხულობით მეგობრებთან ერთად ვისვენებ, ხშირად გვხვდებიან უცხოელებიც, რომლებიც რუკის მეშვეობით რის ვაივაგლახით იკვლევენ გზას. შატილის გარდა არცერთ დანარჩენ ისტორიულ ძეგლს არ აქვს შესაფერისი აბრა, დანარჩენ ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მაგალითად უცხოელი ტურისტები ხშირად გვეკითხებოდნენ თუ სად იყო საპირფარეშო, ყველა მსგავს კითვაზე პასუხი ერთია-ყველგან სადაც თვალს მოეფარები. ასევე პრობლემატურია საყოფაცხოვრებო ნარჩენების  გადაყრა, ამ ტერიტორიაზე არ არსებობს ნაგვის ურნები. ქართველები ამ პრობლემას ადვილად აგვარებენ, ატანენ მდინარეს, ან იქვე ყრიან, საბედნიეროდ უცხოელებისთვის მსგავსი ქმედება მიუღებელია და ხშირად ნაგავი თბილისამდე ჩამოაქვთ. ალბათ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ჩვენც უნდა განვვითარდეთ.და მაინც, რატომაა ტურიზმი ასეთი სასარგებლო ეკონომიკისთვის? ეკონომისტთა უმრავლესობა აღიარებს რომ ტურიზმი მაშინაა მომგებიანი თუ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებადაა დამოკიდებული და თავს ადგილობრივი წარმოებით ირჩენს. საქართველოში კი მთილანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5000 ლარია, როცა მაგალითად შვედეთში იგივე მაჩვენებელი ერთ შვედზე 70 000 ლარს შეადგენს. მსოფლიოში მშპ მიხედვით საქართველო მხოლოდ 109 ადგილზეა.
   

   

Thursday, March 31, 2011

ტურიზმის ინდუსტრია


     ტურიზმი
დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, ხოლო დასვენება ადამიანის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნილება შრომაში დახარჯული ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღსადგენად. დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.
   მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვსი მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. პის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში 1841 წელს ინგლისელმა კომერსანტმა ტომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. მან შეისყიდა მატარებლის ბილეთები და შემდეგ იგი მი.ყიდა მგზავრობის მსურველებს, ხოლო გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თვითონვე იკისრა. ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით "ტომას კუკ ენდ სან".
   
ტურიზმის ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა. მსოფლიოში სწორედ ტურიზმი არის ვალუტის მოძრაობის მთავარი გენერატორი, რისი მეშვეობითაც იგი უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკაში. იგი ასევე ბევრი ქვეყნისთვის რჩება უამრავ სამუშაო ადგილზე პასუხისმგებლად. UNWTO-ს მონაცემებით, მოთხოვნამ საერთაშორისო ტურიზმზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და აჩვენა თავისი ელასტიურობა და მოქნილობა გარეშე ფაქტორებთან მიმართებაში. (ნოემბერი,2008)
   
2007 წლიდან 2008 წლამდე საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 1.9%-ით გაიზარდა და 922 მილიონს მიაღწია, ხოლო მათ მიერ დახარჯულმა თანხამ 944 მილიარდ დოლარს (642 მილიარდ ევროს) მიაღწია!
   
ბოლოდროინდელმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზიმა თავისი ზეგავლენა იქონია ტურიზმის ინდუსტრიაზეც, რაც 2008 წლის ივნისის თვიდან საერთაშორისო ტურისტების ზრდის ტემპის 2%-იანი დაცემით დაიწყო და საბოლოოდ მარტო 2009 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით ტურისტული ნაკადი 8%-ით შემცირდა. ბევრ რეგიონში A(H1N1) ინფლუენზა – ე.წ “ღორის გრიპის” მსოფლიო პანდემიამ ასევე გამოიწვია სიტუაციის გამწვავება. ექსპერტების აზრით 2010 წლისათვის კვლავ განახლდება ტურიზმისადმი გამძვინვარებული მოთხოვნა და საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 1 მილიარდს გადააჭარბებს!
   
ტურზმის ინდუსტრიას ბევრი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნოშვნელობა გააჩნია. სწორედ უცხოელი ტურისტებისაგან მიღებული შემოსავლები, ინდუსტრიაში მყოფი ფირმების გადასახადები და შანსი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ქმნის ამ ქვეყვებისათვის განვითარების შესაძლებლობას.